Friday, June 28, 2013

სასწავლო პროექტის გეგმა

1. პროექტის სახელწოდება:
   ქათმისნაირთა რიგის ფრინველთა გვარი - ფარშევანგი.
    
 2.პროექტის მთავარი იდეა (თემა):
   რა უნდა ვიცოდეთ ფარშევანგის შესახებ?

3.პროექტის აქტუალობა:
   პროექტი განამტკიცებს მოსწავლეთა ცოდნას ქათმისნაირთა რიგის ფრინველის - ფარშევანგის შესახებ. პროექტი მოსწავლეს დაეხმარება საკუთარი აზრისა და შთაბეჭდილებების გადმოცემაში,  კომუნიკაციის უნარის განვითარებაში.

4.პროექტის მიზნები:
   პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გაიმდიდრონ ცოდნა გარესამყაროს შესახებ, გაეცნონ ფარშევანგთა სხვადასხვა სახეობებს,  სად ცხოვრობენ ისინი, რით იკვებებიან და ა.შ.
   მოსწავლეებს განუვითარდებათ შესაბამისად ტექსტებზე მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვის, სურათებისა და ვიდეო მასალის მოძიების, მასწავლებელთან და ჯგუფთან ურთიერთთანამშრომლობის, მიღებული ინფორმაციის წერილობით და ვერბალურად გადმოცემის უნარი.  ყოველივე ეს უზრუნველყოფს მათი კომუნიკაციისა და მეტყველების განვითარებას.
.
5.მონაწილეთა ასაკი: 8-9 წელი.
   
6.ვადები/ხანგრძლივობა: სამი კვირა.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროექტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
   პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეები გააკეთებენ ჩანახატებს ფარშევანგების გარეგნობის მიხედვით, გამოუშვებენ კედლის გაზეთს, გააკეთებენ ალბომს სახელწოდებით: "ფარშევანგი", გადაიღებენ სურათებს, შეადგენენ გამოცანებსა და კროსვორდებს, მოიფიქრებენ მოთხრობას ფარშევანგის შესახებ, გააკეთებენ პრეზენტაციას ვერბალურად.

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
   პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეები იყენებენ: თაბახის ფურცლებს, ფერად ფანქრებს, სახტავ ალბომებს, სხვადასხვა ილუსტრირებულ წიგნებს, ფოტოაპარატს, კომპიუტერს და სხვა.
    მასწავლებელი საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მოსწავლეებს მასალის მოძიებაში და დრო და დრო ამოწმებს და ასწორებს მათ მიერ შესრულებულ დავალებას, აძლევს საჭირო მითითებებს.

9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
   მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად არჩევს პროექტის თემას. მოსწავლეები კითხვების საშუალებით იხსენებენ რა იციან თემის ირგვლივ. მასწავლებელი მშობლებთან ერთად აწყობს ექსკურსიას ზოოპარკში, სადაც მოსწავლეები აკვირდებიან ფრინველს- იღებენ სურათებს და აკეთებენ ჩანახატებს. ბავშვები იყოფიან ჯგუფებად. თითოეული ჯგუფს ეძლევა კონკრეტული დავალება. მაგ: პირველი ჯგუფი  აგროვებს მასალას ფრინველის საცხოვრებელი ადგილსა და გარეგნულ მონაცემებზე, მეორე კი-  მათ კვებასა და დამახასიათებელ ჩვევებზე.
    შეგროვილი მასალის გამოყენებით მოსწავლეები უშვებენ კედლის გაზეთს, აკეთებენ ალბომს სახელწოდებით: "ფარშევანგი", ადგენენ მცირე ზომის მოთხრობას წერილობით, ატარებენ პრეზენტაციას დაწყებითი კლასისა და მასწავლებლის წინაშე.
   ბოლოს ხდება პროექტის შეფასება - ფასდება პროექტის შესრულებისას მიღწეული შედეგები, მოსწავლეთა უნარი ვერბალურად გადმოსცენ მათ მიერ  ჩატარებული მუშაობის შესახებ.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
   პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებულია როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნები სხვადასხვა საგნებისადმი, ასევე აუდიო-ვერბალური რეაბილიტაცია.

11.პროექტის ხელმძღვანელი: ლია ფიჩხაძე

12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:
   liapichkhadze@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
   liapichkhadze.blogspot.com

ვიდეო ფარშევანგის შესახებ

რას აკეთებს ფარშევანგი?

სურათები





ფარშევანგი